მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ალფახორეს - ორცხობილები სამხრეთ ამერიკიდან / alfakhores - orckhobilebi samkhret amerikidan
2016-03-16, 0:36 AM |
შემადგენლობა:
1 ქილა ტკბილი შედედებული რძე (“სგუშონი”)
2 მთელი ¼ ჭიქა ფქვილი
¼ ჩაის კოვზი მსხვილი მარილი
1 ჭიქა (230გ.) უმარილო კარაქი, ოთახის ტემპერატურის
½ ჭიქა შაქრის პუდრა
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა (მოსაპნევად)
მომზადების წესი:
1. მოაცილეთ შედედებული რძის ქილას ეტიკეტი. დიდ ქვაბში იმდენი წყალი ჩაასხით, რომ ქილა (კონსერვი) დაფაროს. მიიყვანეთ დუღილამდე მაღალ ცეცხლზე. გააჩერეთ ასე 2.5–3 საათით, საჭიროების შემთხვევაში წყალი დაამატეთ. ამოიღეთ უკვე მოხარშული შესქელებული რძე და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2. გაახურეთ ღუმელი 180°C-ზე. საშუალო ზომის თასში შეურიეთ ფქვილი და მარილი. ცალკე ჯამში მიქსერით 3–4 წუთის განმავლობაში ერთად თქვიფეთ კარაქი, შაქარი და ვანილის ექსტრაქტი. ნარევი უნდა გახდეს მსუბუქი და ფაფუკი. შემდეგ კარგად შეათქვიფეთ ფქვილის და მარილის ნარევი. გააბრტყელეთ, მიეცით წრის ფორმა, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
3. სამუშაო დაფას ბლომად მოაყარეთ ფქვილი და ცომი 1 სმ. სისქეზე გააბრტყელეთ. ცომი სავარაუდოდ ცოტა წებოვანი იქნება, ამიტომ საბრტყელებელი ფქვილით დაფარეთ. გამოიყენეთ 4 სმ. დიამეტრის მრგვალი საჭრელი, ამოჭერით პატარა მრგვალი ორცხობილის ნაჭრები და დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე. თითოეული ორცხობილის ცენტრი დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
4. გადაიტანეთ ღუმელში და აცხვეთ 10–12 წუთი, სანამ კიდეები მსუბუქად არ შეიბრაწება. გააგრილეთ რკინის ცხაურზე. ორცხობილის შიგთავსის გასაკეთებლად გახსენით მოხარშული შედედებული რძის ქილა. ორცხობილების ნახევარი მაგიდაზე ამობრუნებული დააწყვეთ. წაუსვით დაახლოებით ½ ჩაის კოვზი მოხარშული შედედებული რძე. დააწყვეთ ზემოდან დარჩენილი ორცხობილები და მსუბუქად დააწექით. მოაყარეთ შაქრის პუდრა და დატკბით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |