მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფაფუკი ტორტი არაჟნის ბლანმანჟეს კრემით / fafuki torti arajnis blanmanjes kremit
2016-03-13, 11:15 PM |
შემადგენლობა:
ბისკვიტისთვის:
კვერცხი 2 ცალი
შაქარი 60 გრ
ფქვილი 40 გრ
კაკაო 20 გრ
ვანილი
დასანამი:
შაქარი 100 გრ
კონიაკი 1 ს/კ
წყალი 100 მლ
ჟელესთვის:
არაჟანი მაღალცხიმიანი, 500 გრ
რძე 100 მლ
შაქარი 100-150 გრ
ვანილის შაქარი 1 შეკვრა
ჟელატინი 15 გრ
კაკაო 1 ს/კ
რძიანი შოკოლადი 60-80 გრ
მომზადების წესი:
ბისკვიტისთვის: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად ჰაეროვანი, თეთრი მასის მიღებამდე. ფქვილი და კაკაო ჩააცერით კვერცხის მასას და ათქვიფეთ ხელის ცოცხით.
შემდეგ კი ხის კოვზით აურიეთ, რათა არ დარჩეს ბუშტუკები. ტორტის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით მიღებული ცომის მასა ფორმაში და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სრულ გამოცხობამდე.
დასანამისთვის: წყალში ჩაყარეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 2-3 წუთი. გააგრილეთ და დაუმატეთ კონიაკი. გამომცხვარი და გაცივებული ბისკვიტი დანამეთ ამ სიროფით. გადაიტანეთ ბისკვიტი დასაშლელ (კიდეები რომ ეხსნება) ფორმაში.
ჟელესთვის: ჟელატინს დაასხით ცივი რძე და გააჩერეთ იმდენი ხანი, რამდენიც ჟელატინის შეფუთვაზეა მითითებული. არაჟანი ათვიფეთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად მოცულობაში გაზრდამდე. გაფუებულ ჟელატინი შეათბეთ ან წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში, რათა მთლიანად გაიხსნას და წვრილი ნაკადით ჩაუშვით არაჟნის მასაში. გაყავით მიღებული კრემი ორ ნაწილად.
წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი და დაუმატეთ კაკაო. გააგრილეთ და შეურიეთ არაჟნის კრემის ერთ ნაწილს. წაუსვით ბისკვიტს კრემის ერთი ნაწილი და შედგით მაცივარში 20-30 წუთი, სანამ კარგად არ შედგება. შემდეგ გამოიღეთ და წაუსვით კრემის მეორე ნაწილი. კვლავ შედგით მაცივარში, ახლა უკვე 4-5 საათით. ტორტი ამოიღეთ ფორმიდან, ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. გვერდები მორთეთ დაფხვნილი "პეჩენიით" და სულ ბოლოს მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. სეზონზე შეგიძლიათ მორთოთ მარწყვით, ან სხვა კენკრით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |