Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყვავილოვანი კომბოსტო ყველით / kvavilovani kombosto kvelit
2016-03-13, 11:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ყვავილოვანი კომბოსტო 500 გ
არაჟანი 3 ს/კ
ნიორი 2 კბილი
კამა დაჭრილი, 2 ს/კ
მარილი და პილპილი გემოვნებით
გახეხილი ყველი 100 გ
კვერცხი 1 ცალი
კარაქი 2 ს/კ
საფანელი 40 გ

მომზადების წესი:
დაანაწევრეთ კომბოსტო ყვავილედებად და მოწალეთ მარილწყალში 3-4 წუთის განმავლობაში. იმისათვის, რომ კომბოსტო ხარშვისას არ გამუქდეს, შეგიძლიათ წყალში ჩაამატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

მოათავსეთ კომბოსტო საწურზე, რათა დაიწუროს. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დაალაგეთ ზემოდან კომბოსტო.

ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი, დაუმატეთ ნიორი, კამა, მარილი და პილპილი.
სოუსი მოასხით კომბოსტოს და მოაყარეთ გახეხილი ყველი და საფანელი. შედგით ღუმელში 15 წუთით, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 981 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]