მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხაჭოს კექსი ხილით - ნაზი, გემრიელი და მარტივი რეცეპტი / khachos keqsi khilit - nazi, gemrieli da martivi recepti
2016-03-10, 2:32 AM |
შემადგენლობა:
შედედებული რძე 1 ქილა
ხაჭო 2 ბრიკეტი
ჟელატინი 25 გრ
ატამი დაკონსერვებული ან ახალი, ან ნებისმიერი სასურველი ხილი
მომზადების წესი:
ჟელატინი მოამზადეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად (დაალბეთ ერთ ჭიქა ანადუღარ და გაცივებულ წყალში. შემდეგ შეათბეთ ნელ ცეცხლზე, ჟელატინის გრანულების სრულ გახსნამდე).
ხაჭო და შედედებული რძე ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ დაჭრილი ხილი და კვლავ კარგად მოურიეთ. ხაჭოს მასაში ჩაუმატეთ გაგრილებული ჟელატინი და აურიეთ. ჩაასხით მიღებული მასა სასურველ ფორმაში და შედგით მაცივარში 5 საათით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |