მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
წვნიანი და ფაფუკი ქათმის კატლეტები ბრინჯის გარნირით / tsvniani da fafuki qatmis katletebi brinjis garnirit
2016-03-10, 2:04 AM |
შემადგენლობა:
ბრინჯი
ქათმის ფილე 450 გრ
ქამა სოკო 100 გრ
ტკბილი წიწაკა, წითელი 0,5 ცალი
მოცარელა ან სულგუნი 150 გრ
2 ც კვერცხი
მწვანე ხახვი 20 გრ
ნაღები 4 ს/კ
ნიორი 2-3 კბილი
წიწაკა ჩილი 0,5 ჩ/კ
ზეთი 50 მლ
მარილი და პილპილი გემოვნებით
კარტოფილის ფქვილი (სახამებელი) 3 ს/კ
მომზადების წესი:
მოხარშეთ ბრინჯი.
ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად. თკბილი წიწაკა, მოცარელა, ქამა სოკო – კუბიკებად.
დაჭერით მწვანე ხახვი.
ჯამში აურიეთ ქათმის ფილე, ტკბილი წიწაკა, მოცარელა, სოკო, მწვანე ხახვი, კვერცხი, მარილი და პილპილი, სახამრებელი ნაღები, წიწაკა ჩილი, ნიორი – ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ.
მიღებული მასისგან გააკეთეთ კატლეტები და დაალაგეთ გაცხელებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე. შეწვით თავდახურულ ტაფაში საშუალო ცეცხლზე.
კატლეტები სუფრასთან ბრინჯთან ერთად მიიტანეთ. მორთეთ მწვანე ხახვითა და ტკბილი წიწაკით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |