Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შუ გამდნარი შოკოლადითა და ლიმონის კრემით / shu gamdnari shokolata da limonis kremit
2016-02-01, 9:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
წყალი 125 მლ (0,5 ჭიქა);
რძე 125 მლ (0,5 ჭიქა);
კვერცხი 4 კვერცხი;
კარაქი 90 გრ;
შაქარი 2 ჩ/კ;
მარილი 1/4 ჩ/კ;

ლიმონის კრემისთვის:
რძე 1,5 ჭიქა;
შაქარი 1 ჭიქა;
ფქვილი 0,5 ჭიქა;
კარაქი 100-120 გრ;
კვერცხი 1 ცალი;
1 ლიმონის ცედრა;
მწიკვი მარილი;
გამდნარი შოკოლადი მოსასხმელად.

მომზადების წესი:
ქვაბში მოვათავსოთ წყალი, რძე, შაქარი, მარილი, კარაქი და ერთად გავაცხელოთ, თან ვურიოთ.

როცა ადუღდება და კარაქი ბოლომდე გადნება, ერთბაშად დავაყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ. ცომი რომ შეიკვრება და ქვაბის ძირსა და გვერდებზე თხელ ფენას გაიკეთებს, გადმოვიღოთ ჯამში და შევათქვიფოთ 4 კვერცხი.

ცომი სადილის კოვზით ან საკონდიტრო ტომრის მეშვეობით პერგამენტდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფორმაზე მოვათავსოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.

როცა შუები გაფუვდება და გამყარდება, ტემპერატურას დავუწიოთ 160 გრადუსამდე და ბოლომდე გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცოტა ხნით დავტოვოთ კარგამოხსნილ, გამორთულ ღუმელში.

სანამ შუები გაგრილდება, მოვამზადოთ კრემი: რძე, შაქარი და ფქვილი ავთქვიფოთ, ჩავასხათ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. კრემს ვურიოთ, სანამ შესქელდება და წამოდუღდება, შემდეგ ცხელსვე შევათქვიფოთ კვერცხი, ლიმონის ცედრა და ვანილი, გაგრილების შემდეგ კი – დარბილებული კარაქი.

შუები ძირიდან ან გვერდიდან ამოვჭრათ და საკონდიტრო ტომრით კრემით ამოვავსოთ. შეგვიძლია გავჭრათ და ისე ჩავდოთ კრემი. მოვრთოთ დამდნარი შოკოლადით.

ჟურნალი "გემრიელი"


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 1255 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]