მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჭარხალი ჩინურად / charkhali chinurad
2016-02-01, 9:18 PM |
შემადგენლობა:
ჭარხალი 3 ცალი;
ხახვი 1 ცალი;
ნიორი 3-4 კბილი;
ქინძის თესლი 1 ჩ/კ;
დაფქული წითელი წიწაკა 0,5 ჩ/კ;
ძმარი 1 ს/კ;
ზეთი ხახვის მოსახრაკად.
მომზადების წესი:
უმი ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოაყარეთ მარილი და დაასხით ძმარი. გააჩერეთ 2-3 საათი. შემდეგ გადაწურეთ. ხახვი მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე და ამოიღეთ ტაფიდან (ის აღარ დაგჭირდებათ). ჯერ კიდევ თბილ-თბილი ზეთი მოასხით დამარინადებულ ჭარხალს და მაშინვე დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი (აჯობებს, დაჭყლეტილი), წითელი წიწაკა და დაფქული ქინძის თესლი. უფრო მეტად გამოკვეთილი გემოსთვის, შეგიძლიათ, დაუმატოთ სულ ცოტა, მწიკვი შაქარი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |