მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქიშმიშიანი პეჩენიები / qishmishiani pecheniebi
2016-01-05, 5:10 PM |
შემადგენლობა:
100 გრამი კარაქი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული
200 გრამი ფქვილი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
80 გრამი შაქარი
ერთი პაკეტი ვანილი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი რძე
მოხალული თხილი ან ნიგოზი, ცოტათი დაბლენდერებული ოღონდ ისე, რომ ნატეხები იგრძნობოდეს, ან დაჭრილი
ფორთხოლის ცუკატები
დარიჩინი, ქიშმიში, რომი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დარიჩინი, ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ, ჩანგლით შეურიეთ დარბილებული კარაქი, ფხვიერი მასა უნდა იყოს, ცომივით არ იქნება, უფრო შაქარივით.
შეურიეთ შაქარი და ვანილი, ჩანგლით გათქვიფეთ რძე და კვერცხი და ესეც გადაურიეთ, ჩანგლით იზილება ეს ცომი, ან მიქსერის ცომის საზელი ფეხებით. არ უნდა დიდხანს ზელა, როგორც კი შეიკვრება, მზადაა.
ბოლოს გადაურიეთ რომში დამბალი და გაწურული ქიშმიში, ნიგოზი, თუ გნებავთ, ფორთოხლის ცუკატებიც.
ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი. კოვზით ამოიღებთ და დადებთ საცხობ ფორმაზე ოღონდ ერთმანეთისგან მოშორებით იმიტომ, რომ იზრდება და მერე ერთმანეთს მიეწებება.
სადღაც 20 წუთი ცხვება ჩემთან. ბოლოს ზემოდანაც ჩაურთეთ, რომ შეწითლდეს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |