მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქლიავის ფუმფულა ღვეზელი / qliavis fumfula ghvezeli
2016-01-05, 4:59 PM |
შემადგენლობა:
1 კვერცხი
შაქარი დაახლ. 300 გრამი
100 გრამი კარაქი, ან მარგარინი
150 მლ მაწონი, ან არაჟანი
1 პაკეტი გამაფხვიერებელი, ან 1 დაფერთხილი ჩკ სოდა ძმრით
ვანილი
ფქვილი 300-დან 400 გრამამდე დამჭირდა, თქვენ თავადაც დააკვირდით, უნდა მიიღოთ სქელი კრემის კონსისტენციის ცომი, უფრო სქელი, ვიდრე კექსის ცომია)
შავი ქლიავი ნახევარი კგ.
დარიჩინი
მომზადების წესი:
კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ მაწონი, სოდა ძმრით (თუ გამაფხვიერებელს არ ვიყენებთ), დამდნარი და შეგრილებული ცხიმი, ვანილი და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად (თუ სოდას არ ვიყენებთ). ცომი უნდა გამოვიდეს სქელი კრემის კონსისტენციის, კექსის ცომზე სქელი. ამიტომ, შესაძლოა დაჭირდეს მეტი ან ნაკლები ფქვილი.
ფორმას (მე გამოვიყენე მართკუთხედი ფორმა, ზომით 30X20) წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი. ან გამოვიყენოთ საცხობი ქაღალდი. კოვზით გადავანაწილოთ ცომი, დავაწყოთ ზემოდან ნახევარზე გაჭრილი, კურკაგამოცლილი ქლიავი, კანით ზემოთ.
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, გამოვაცხვოთ შუა თაროზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში (ღუმლის მიხედვით).
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |