Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კლასიკური ფრანგული დესერტის შოკოლადის მუსის მომზადება 10 წუთში / klasikuri franguli desertis shokoladis musis momzadeba 10 tscutshi
2015-12-10, 9:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შავი შოკოლადი (60-70 %) 200 გ
2 ქვაბი და ჯამი
წყალი 180 მლ

მომზადების წესი:
აავსეთ წყლით დიდი ქვაბი და ჩადგით მასში პატარა ჯამი. შემდეგ შედგით ასევე მაცივარში. შეგიძლიათ წყალში ყინულები ჩაყაროთ. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჯამი კარგად გაცივდეს.
აიღეთ კიდევ ერთი ქვაბი, ჩაასხით მასში 180 მლ წყალი და დაუმატეთ მასში დატეხილი შავი შოკოლადი. შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ იქამდე, სანამ შოკოლადი არ გადნება. არ აადუღოთ!
გამოიღეთ ქვაბი მაცივრიდან და ჩაასხით უკვე გაციებულ ჯამში ცხელი შოკოლადი ისე, რომ არ ამოიღოთ წყლიანი ქვაბიდან. შემდეგ ურიეთ დაახლოებით 10 წუთი. მაგალითად ხელის ზამბარით, მიქსერით ან უბრალოდ კოვზით. პირველ 5-7 წუთში მასას არაფერი მოუვა, მაგრამ შემდეგ ის გასქელებას დაიწყებს.
როცა მასა პასტად გადაიქცევა, მუსი მზად არის.
შოკოლადის მუსი შეგიძლიათ როგორც ცალკე მიირთვათ, ასევე მაგალითად, ნაყინთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, კულინარიული, kulinaruli, რეცეპტები, kulinaria, recepti, კულინარული, receptebi, kulinariuli ნანახია: 1412 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]