მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ეკლერი / ekleri
2015-12-10, 8:26 PM |
შემადგენლობა:
კარაქი ნაგემი - 150 გრ
წყალი - 400 მლ
ფქვილი - 400 გრ
კვერცხი - 6 ცალი
შაქარი - 200 გრ
შავი შოკოლადი - 100 გრ
მარილი
ვანილი
მომზადების წესი:
ავიღოთ 100–120 გრამი ნაგემის კარაქი და გავადნოთ. დავამატოთ 1 ჩ/ჭ წყალი, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 6 კვერცხი და მარილი გემოვნებით. უნდა მივიღოთ შესქელებული ცომი. საჭიროების შემთხვევაში ფქვილი შეგვიძლია დავამატოთ. მივცეთ სასურველი წაგრძელებული ფორმა და გამოვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე. კრემისთვის ავიღოთ 1 ჩ/ჭ შაქარი და 1 ჩ/ჭ ფქვილი. გავთქვიფოთ და დავასხათ 1ჩ/ჭ წყალი ან რძე. მიღებული მასა დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ შეუჩერებლად, ვიდრე მასა არ გასქელდება და არ მივა ადუღებამდე. შევაგრილოთ და დავუმატოთ 50 გრამი ნაგების კარაქი და ვანილი. მიღებული კრემი ჩავდოთ გამომცხვარ ნამცხვრის შუაგულში. დასასულს დაანდეთ ნებისმიერი შავი შოკოლადი ნელ ცეცხლზე უმნიშვნელო რაოდენობის წყალთან ერთად და ცხელი მასა გადაასხით ნამცხვარს თავზე.
მიირთვით გემრიელად.
რეცეპტის ავტორი - მაკო ბლიაძე
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |