Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი ნაყინი მარწყვით / shemtsvari nakini martskvit
2014-06-27, 2:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
0.5 კგ ვანილის ნაყინი
5 ჭიქა სიმინდის ფანტელები, დამსხვრეული
1 ჭიქა ქოქოსის ფანტელები
1 ს.კ. დარიჩინი
2 ც. კვერცხი
1 ს.კ. რძე
1 ლ. ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
გავაკეთოთ ნაყინის 5 ბურთულა. დავალაგოთ ლანგარზე და შევდგათ საყინულეში დაახლოებით 1 სთ-ით.
სანამ ბურთულები იყინება, ჯამში შევურიოთ სიმინდის ფანტელები, ქოქოსის ფანტელები და დარიჩინი. მეორე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხი და რძე.
გამოვიღოთ ნაყინი მაცივრიდან. სიმინდის ფანტელებში ამოვავლოთ ნაყინის ბურთულები. შემდეგ ამოვავლოთ კვერცხში და ისევ სიმინდის ფანტელებში. ესეთ შემთხვევაში ნაყინის ბურთულას ექნება სქელი ქერქი. ნაყინის ბურთულები შევდგათ ისევ საყინულეში დაახლოებიტ ერტი საათით.
სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი. ნაყინის ბურთულები გამოვიღოთ საყინულიდან და ფრთხილად ჩავუშვათ ზეთში. ზეთში გავაჩეროთ მხოლოდ 20-30 წმ-ი. ამოვიღოთ ზეთიდან და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე. მივირთვათ თაფლ მოსხმული მარწყვთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, retseptebi ნანახია: 1374 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]