მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტორტი რაფაელო - განსხვავებული ვერსია / torti rafaelo - ganskhvavebuli versia
2014-06-25, 0:46 AM |
შემადგენლობა:
კარაქი - 100 გრ
შაქარი - 50 გრ
ფქვილი - 100 გრ
ქოქოსის ფანტელი - 50 გრ
ქოქოსის ლიქიორი - 1 ს.კ.
კრემი:
შესქელებული რძე - 400 მლ
ქოქოსის რძე - 400 მლ
ნაღები 35% - 250 გრ
ვანილი
ნუშის ფირფიტები - 100 გრ
ჟელატინი - 30-40 გრ
მომზადების წესი:
ბისკვიტისთვის შეურიეთ გამდნარი კარაქი, შაქარი, ფქვილი, ლიქიორი და ქოქოსის ფანტელი. 20 სმ დიამეტრის ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი. გააციეთ მაცივარში 30 წუთი, შემდეგ გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთი, სანამ ბისკვიტი ღია ოქროსფერი არ გახდება.
კრემისთვის ჟელატინი დაალბეთ ცოტაოდენ ცივ წყალში. ნუში მოხალეთ მშრალ ტაფაზე ან ღუმელში. ერთმანეთს შეურიეთ შესქელებული რძე, ქოქოსის რძე, ვანილი.
ჟელატინს ზედმეტი წყალი გადაუწურეთ და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. ჩაამატეთ კრემის მასაში და კარგად შეათქვიფეთ. შედგით 30 წუთი მაცივარში, მანამდე კი ათქვიფეთ ნაღები კრემის კონსისტენციამდე. შეურიეთ ნაღები ქოქოსის კრემს. შემდეგ დაამატეთ ნუში. ბისკვიტი ჩადეთ შესაბამისი ზომის ფორმაში (თუნდაც იგივეში, რომელშიც გამოცხვა) და დაასხით კრემი, შედგით მაცივარში გასამაგრებლად.
ზემოდან მორთეთ ნუშით და ქოქოსის ფანტელით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |