მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კიტრის მწნილი 1 დღეში / kitris mtscnili
2014-06-26, 6:27 PM |
შემადგენლობა:
კიტრი - დაახლოებით 2 კგ
მწვანილი - აყვავებული კამა გვირგვინიანად
პირშუშხას (რუსულად - ხრენი) ფოთოლი
ტარხუნის 2-3 ღერი
ალუბლის და მოცხარის რამდენიმე ფოთოლი
მარილი - 1 სავსე ს.კ. 1 ლ წყალზე
ნიორი - 6-7 კბილი
მომზადების წესი:
კიტრი კარგად გავრეცხოთ. თუ ახალი მოკრეფილი არ არის, დავტოვოთ ცივ წყალში 2 საათით. მოვაჭრათ ყუნწები.
მწვანილი გავრეცხოთ, ნიორი გავარჩიოთ, წყალი ავადუღოთ.
ქილის ძირში ჩავტკეპნოთ მწვანილების ნაწილი, ნიორი და აკურატულად, მჭიდროდ ჩავალაგოთ კიტრი. დავასხათ მდუღარე (შეიძლება ცივიც) წყალი, რომელშიც გახსნილია მარილი. ზემოდან დავალაგოთ დარჩენილი მწვანილი.
დავტოვოთ მწნილი მეორე საღამომდე - ის უკვე მზად იქნება!
რეცეპტში ძმარი არ ფიგურირებს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |