Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გარგარის მუსი ჟოლოს სოუსით / gargaris musi jholos sousit
2014-06-22, 2:42 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ფირფიტა ჟელატინი
4 ცალი მწიფე გარგარი
250 გ 20%-იანი ხაჭო
2 ს.კ. ლიმონის წვენი
4 ს.კ. შაქარი
1 შეკვრა ვანილის შაქარი
150 მლ სქელი ნაღები
250 გ ჟოლო
შაქრის პუდრი – მოსაყრელად.

მომზადების წესი:
ჟელატინი ცივ წყალში დავალბოთ. გარგარი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, გადავწუროთ, გავაცალოთ კანი, გავჭრათ შუაზე და კურკა ამოვაცალოთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ. ხაჭოში ავურიოთ ლიმონის წვენი, 3 ს.კ. შაქარი და ვანილის შაქარი. შევურიოთ დაჭრილი გარგარი. ჟელატინი გავადნოთ, ჯერ 3 ს.კ. ხაჭოს მასას შევურიოთ, შემდეგ კი მთლიანად ავურიოთ ხაჭოს მასაში. ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ ხაჭოსა და ჟელატინის მასას, შემდეგ ჩავდოთ ფორმაში, დავახუროთ სახურავი და 4 საათით მაცივარში დავდგათ. ჟოლოს 2/3 ნაწილი და 1 ს.კ. შაქარი ბლენდერით დავაქუცმაცოთ და საცერზე გავატაროთ, შემდეგ დანარჩენი ჟოლო შევურიოთ. მუსი ჟოლოს სოუსთან ერთად ამოვიღოთ თეფშზე და შაქრის პუდრი მოვაყაროთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, retseptebi ნანახია: 1147 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]