მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ვაშლისა და სტაფილოს სალათა პეკანით / vashlisa da stafilos salata pekanit
2014-06-27, 1:08 PM |
შემადგენლობა:
700 გ სტაფილო
2 ცალი ვაშლი
1,5 ცალი ლიმონი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. თხილი
3 ს.კ. თხელი თაფლი
50 გ პეკანი
200 გ თხის ყველი
5 ღერი ოხრახუში
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ვაშლი და სტაფილო ძალიან თხელ ნაჭრებად დავჭრათ ან მსხვილად გავხეხოთ. ლიმონი გავწუროთ, მოვასხათ ვაშლისა და სტაფილოს ნარევს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. თაფლი შევათბოთ, დავუმატოთ პეკანი და გავაკეთოთ კარამელი. შემდეგ გადმოვიღოთ საცხობ ქაღალდზე და შევაგრილოთ. სალათა თეფშზე ამოვიღოთ, ზედ გადავანაწილოთ თხის ყველი, მოვაყაროთ მსხვილად დაფქული თხილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კარამელიზებული პეკანი და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |