მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პარფე კენკრის სოუსით / parfe kenkris sousit
2014-06-26, 6:40 PM |
შემადგენლობა:
80 გ რბილი კარამელის კანფეტი
4 ცალი შოკოლადის ხრაშუნა ნამცხვარი
400 მლ სქელი ნაღები
1 ცალი კვერცხი
4 ს.კ. შაქრის პუდრი + 25 გ
150 გ სხვადასხვა კენკრა.
მომზადების წესი:
20 სმ სიგრძის ფორმაში ჩავაფინოთ სამზარეულოს ცელოფანი. ქვაბში გავაცხელოთ 50 მლ ნაღები, დავუმატოთ კანფეტები და გავადნოთ. შევურიოთ დამტვრეული ხრაშუნა ნამცხვარი. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ 2 ს.კ. შაქრის პუდრი. 350 მლ ნაღები კარგად ავთქვიფოთ. 25 გ შაქრის პუდრი და კვერცხის გული ცალკე ავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავუმატოთ კარამელის მასა. მონაცვლეობით ვამატოთ გათქვეფილი ნაღები და ცილა და ვთქვიფოთ. მასა ცელოფანჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთ და თავდახურული მთელი ღამით საყინულეში შევდგათ. კენკრა საცერზე გავატაროთ და 2 ს.კ. შაქრის პუდრი ავურიოთ. დესერტი მივირთვათ კენკრის სოუსთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |