მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხაჭოსგულიანი დაწნული ფუნთუშა / khachosguliani datsnuli funtusha
2014-06-17, 4:28 PM |
შემადგენლობა:
დარბილებული მარგარინი - 100 გრ
ფქვილი - 500 გრ
რძე - 250 გრ
შაქარი - 50 გრ
მარილი - 1/2 ჩ.კ.
საფუარი - 30 გრ, ნედლი ან 1 ჩ.კ. მშრალი
გულსართი:
ხაჭო - 500 გრ
შაქარი - 4 ს.კ.
კვერცხი
ვანილი
მომზადების წესი:
საფუარი გახსენით თბილ რძეში, შემდეგ დაამატეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ დარბილებული მარგარინი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.
აფუებული ცომი გააბრტყელეთ და მიეცით მართკუთხა ფორმა. თვალით გაყავით სამ ტოლ ნაწილად - გარე ნაწილები ჩაჭერით, ისე რომ შუა ნაწილი მთლიანი დარჩეს.
შუაში დაადეთ გულსართი - ერთმანეთში არეული ხაჭო, შაქარი და კვერცხი. ჩაჭრილი ცომის ლენტები ზემოდან გადმოაწანით. დააცადეთ ხელახლა ამოფუება 20 წუთით და შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსზე - 20-30 წუთი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |