მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
თეთრი შოკოლადისა და ჟოლოს ტარტი გამოცხობის გარეშე / tetri shokoladisa da jholos tarti gamockhobis gareshe
2014-06-17, 4:11 PM |
შემადგენლობა:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გრ
გამდნარი კარაქი - 120 გრ
ნაღები 35% - 300 გრ
თეთრი შოკოლადი - 200 გრ
ჟოლო - 200 გრ
მომზადების წესი:
დაგჭირდებათ 20 სმ დიამეტრის ფორმა, ან 2 ცალი 10 სმ დიამეტრის ფორმა.
ნამცხვარი დაფხვენით, შეურიეთ კარაქი და ჩატკეპნეთ ფორმაში. შეინახეთ მაცივარში.
ქვაბში გააცხელეთ 100 მლ ნაღები, ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და მოურიეთ, რომ ბოლომდე გადნეს. გააგრილეთ. ცალკე ათქვიფეთ დარჩენილი ნაღები და მიქსერის გარეშე გადაურიეთ გაციებულ შოკოლადის მასას. მიიღებთ პრიალა, ნაზ მუსს. გაანაწილეთ ეს მუსი ტარტებში და შედგით მაცივარში 3-4 საათი.
სუფრაზე მიტანისას, ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ ჟოლოთი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |