მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარტოფილის კატლეტები ყველით / kartofilis katletebi yvelit
2014-06-17, 3:53 PM |
შემადგენლობა:
კარტოფილი - 500 გრ, მოხარშული
ფქვილი - 1/2 ჭიქა
რძე - 1/4 ჭიქა
მარილი და პილპილი
მწვანე ხახვი - 2 ღერი
ნიორი - 1 კბილი
გახეხილი ყველი - 120 გრ
სოდა - 2/3 ჩ.კ.
კვერცხი - 1
მომზადების წესი:
მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ მსხვილად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ფქვილი და სოდა. შემდეგ დავამატოთ კვერცხი და რძე. კარგად ავურიოთ.
დავამატოთ პილპილი, გახეხილი ყველი. მიღებული ცომი კოვზით დავდოთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 1 | |
| |