Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გამომცხვარი ქათამი ტერიაკის სოუსით
2013-03-13, 2:56 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
ქათამი - 1 ც.
კარაქი - 20-30 გრ.

მარინადისთვის:
ტერიაკის ან სოიოს სოუსი: 100 - 120 მლ.
ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.
შაქარი - 2 ს.კ.
კოჭა (იგივე ჯანჯაფილი) - გახეხილი, 1 ჩ.კ.
ტიმიანი - 1 ჩ.კ.
პაპრიკა - 1 ჩ. კ.
პილპილი - გემოვნებით
ნიორის ფხვნილი - 1.5 ჩ.კ. ან ცოცხალი ნიორი - 2 კბილი



მომზადების წესი:
გაასუფთავეთ ქათამი, მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

ცალკე ჯამში მოამზადეთ მარინადი: ერთმანეთში კარგად აურიეთ ტერიაკის ან სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი, პილპილი, პაპრიკა, ტიმიანი, შაქარი, ნიორის ფხვნილი ან თუ არ გაქვთ, ნიორის ორი კბილი, გახეხილი. ასევე უნდა დაამატოთ გახეხილი კოჭა. კოჭა, იგივე ჯანჯაფილი (ინგლისურად ginger, რუსულად имбирь - იხ. სურათი მაცხნივ) ბევრგან იყიდება უკვე, როგორც სუპერმარკეტებში, ასევე ქუჩის ბოსტნეულის დახლებსა და ბაზარშიც. კანი უნდა გათალოთ და შიგთავსი სახეხზე გახეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო, ციტრუსის სუნი აქვს, ამავე დროს ძალიან ცხარეცაა, და ამიტომ ბევრი არ უნდა მოგივიდეთ. კარგად მოურიეთ და მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, შეგიძლიათ მისი გამოყენება.



ქათამს ყველა მხრიდან კარგად წაუსვით მარინადის მასა. შიგნითაც ჩაასხით. ბოლოს, მყარ, ცელოფნის პარში ჩადეთ ქათამი, ჩაასხით მორჩენილი მარინადის მასაც, პარკს თავი მოუკარით. პარკის ქვეშ, ხელით ისევ კარგად გადაანაწილეთ მარინადის მასა ქათმის ხორცზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 8-10 საათით. შეგიძლიათ მოამზადოთ საღამოს, მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ და მეორე დღეს, სადილისთვის მოამზადოთ.



გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე. გამოიღეთ ქათამი, შემოაცალეთ ცელოფანი. დარბილებული კარაქი წაუსვით ქათამს და შემდეგ ჩადეთ საცხობ ცელოფნისმაგვარ პარკში. არ ჩადოთ ჩვეულებრივ პარკში, რადგან ხორცზე მიიწვავს და ასევე, მავნე ნივთიერებები გადავა ხორცში. იყიდება სპეციალური საცხობი პარკები, რაც შეგიძლიათ ღუმელში გამოიყენოთ.



საცხობ პარკს შეუკარით ბოლოები, ჩანგლით გახვრიტეთ ზემოდან, რამდენიმე ადგილზე. ქათამი მოათავსეთ გამოსაცხობ ჭურჭელში და შედგით ღუმელში 1.5 საათით ან ცოტა მეტი დროით (მაგალითად 1 საათი და 45 წუთი).

ქათამს რომ გამოიღებთ ღუმელიდან, პარკში გააჩერეთ კიდევ 10 წუთი და შემდეგ მიართვით სუფრასთან.



იგივე მარინადით შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის უძვლო ნაჭრები და მეორე დღეს ტაფაზე შეწვათ. გარნირად ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: teriakis sousi, გამომცხვარი, receptebi, ტერიაკის სოუსი, kulinaria, ქათამი, qatmis xorci, mzareuli, qatami, gamomcxvari ნანახია: 2152 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]