Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » სასმელები

კოკა-კოლას მუსი / koka-kolas musi
2017-03-08, 0:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
100 გრ. შავი შოკოლადი
3 პაკეტი ჟელატინი
1 ცალი კვერცხი +1 ცალი კვერცხის გული
65 გრ. შაქარი
250 მლ. კოკა-კოლა
200 მლ. ნაღები (30%)
ათქვეფილი ნაღები მოსართავად

მომზადების წესი:
1. დაასხით ჟელატინს ცივი წყალი, პაკეტზე მითითებული ნორმების მიხედვით.
2. მდუღარე წყლის ორთქლზე (ნელ ცეცხლზე შემოდგით ქვაბი წყლით და ზემოდან ჯამი მოათავსეთ) ათქვიფეთ კვერცხი მეორე კვერცხის გულთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ. გადმოდგით.
3. წყლის ორთქლზე გაალღვეთ ჟელატინიც და ჩაუმატეთ კვერცხის მასას.
4. წყლის ორთქლზე, ცალკე ჯამში, გაალღვეთ შოკოლადიც ან გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში. დაუმატეთ კვერცხის მასას და შეურიეთ.
5. მიღებული მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, ფრთხილად დაუმატეთ კოკა-კოლა და აურიეთ. ჩაასხით მაღალყელიან ჭიქებში და შედგით მაცივარში დაახლოებით 2-3 საათით.
6. სუფრასთან მიტანამდე მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: სასმელები | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მუსი, კოკა-კოლა, coca-cola, Koka Kola, kulinaria, კოკაკოლა, koka-kola, Musi, CocaCola ნანახია: 1204 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]