Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყავის უგემრიელესი კექსი კარამელიანი ნიგვზით / kavis ugemrielesi keqsi karameliani nigvzit
2018-04-27, 7:48 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი 250 გ
შაქარი 200 გ
ნიგოზი 150 გ
კვერცხი 3 ც
კარაქი 180 გ
გამაფხვიერებელი 1/2 პაკეტი
ყავის ექსტრაქტი 2 ს/კ

მომზადების წესი:
ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ ტაფაზე და დაჭერით დანით.
ათქვიფეთ შაქარი (150 გ) და კვერცხი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
ნელ-ნელა დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ფქვილი და ყავის ექსტრაქტი. ათქვიფეთ.
დაუმატეთ 100 გ დაჭრილი ნიგოზი და აურიეთ.
ცომი გადაიტანეთ კექსის საცხობ ფორმაში და აცხვეთ 160С გრადუსზე, 40 წთ.
მოამზადეთ კარამელი. ჩაყარეთ ჯამში დარჩენილი შაქარი და დაადნეთ ნელ ცეცხლზე. უნდა მიიღოთ სქელი სიროფი.
სიროფში ჩაასხით დარჩენილი ნიგოზი. აურიეთ და კარამელიანი ნიგვზები გადაიღეთ პერგამენტზე.
გაგრილებული კექსი მორთეთ კარამელიანი ნიგვზით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კექსი, გემრიელი რეცეპტი, ნიგოზი, kavis keqsi, ყავის კექსი, gemrieli recepti, კარამელი, nigozi, yavis keqsi, karameli ნანახია: 906 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]