Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სინორის რეცეპტი / gemrieli sinoris recepti
2017-09-17, 9:25 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 მზა ლავაშის თხელი ფირფიტა
700 გრ. ნადუღი
200 გრ. კარაქი
1 კვერცხი
300 გრ. ნაღები
200 გრ. მდნარი ყველი
2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
ორი ცალი ლავაში დავდოთ ერმანეთზე, გადავუსვათ კვერცხშერეული ნადუღი და გავასწოროთ ზედაპირი (სურვილისამებრ შეგვიძლია ნადუღს დავუმატოთ გახეხილი ნიორი და მარილი).
გადავახვიოთ რულეტის მსგავსად. დავჭრათ 2 სმ სისქის თანაბარ ნაწილებად და მოვათავსოთ საცხობი ფორმის ძირზე. ცალკე, პატარა ზომის ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავალღვოთ კარაქი და დავუმატოთ ნაღები, შემდეგ მდნარი ყველი და ვურიოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ კრემისებურ მასას.
ეს სოუსი მოვასხათ ფორმაში ჩაწყობილ ნაჭრებს და შევდგათ წინასწარ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
სუფრასთან მიიტანეთ თბილ მდგომარეობაში, ძალიან პიკანტურ გემოს შესძენთ, თუ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრას მოახეხავთ და ისე მიირთმევთ, სასიამოვნო იქნება წითელ ღვინოსთან ერთადაც.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: mdnari yveli, kverckhi, sinori, karaqi, სინორი, kvercxi, mdnari kveli, niori, lavashi, naghebi ნანახია: 1447 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]