მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სალათი ლუსიენ ოლივიეს მიერ და მისი ქართული შესატყვისი რეცეპტი / salata lusien olivies mier da misi qartuli shesatkvisi recepti
2017-03-09, 4:39 PM |
შემადგენლობა:
კიტრი - ახალი, მარინადი, ან მჟავე... რომელიც უფრო მოგწონთ, ის გაუკეთეთ სალათს. მთავარია, მაგრები შეარჩიოთ.
ბარდა - დაკონსერვებული თუ გაყინული? ჩვეულებრივ, ქილის ბარდას იყენებენ, მაგრამ განსაკუთრებულად გემრიელი - მოხარშული ბარდით გამოდის.
ხახვი - შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანე ხახვი.
თევზი - ოლივიეს ორაგულით, ან კალმახით ამზადებენ.
მაიონეზი - იდეალური იქნება თუ მაიონეზს თავად მოამზადებთ.
ქათამი - ბევრი ოლივიეს ქათმით ამზადებს. ქათამი შეგიძლიათ მოხარშოთ, ან ღუმელში შეწვათ.
მომზადების წესი:
ტრადიციულად, ყოველ ოჯახში, ახალი წლისთვის სწორედ სალათა „ოლივიე“ კეთდება. ყველაზე პოპულარული სალათი ფრანგმა - ლუსიენ ოლივიემ მოიგონა.
მას ის მოხარშული როჭოსგან, მოხარშული ხბოს ენისგან, 100 გრ შავი დაპრესილი ხიზილალისგან, 200 გრ სალათის ფოთლისგან, 25 მოხარშული კიბორჩხალისგან ამ 1 ქილა ომარებისგან, მჟავე კიტრისგან, სოიოსგან ამზადებდა. ურევდა 2 ცალ დაჭრილ ცოცხალ კიტრს, 100 გრ ბარდას და წვრილად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს.
ამ ყველაფერს ბურჟუაზიული სოუსით - Provencal-ით კმაზავდა. სალათის რეცეპტს საიდუმლოდ ინახავდა. მის მოსწავლეებს გარკვეული კორექტივები შეჰქონდათ.
სავარაუდოდ, ლუსიენ ოლივიეს რეცეპტით ვერ მოვამზადებთ
მას, რადგან ინგრედიენტები საკმაოდ რთულად საპოვნია.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |