Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი შოკოლადის ტორტი / ugemrielesi shokoladis torti
2015-07-17, 1:58 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
განაშისთვის:
ნაღები - 500 მლ
შავი შოკოლადი (60-70%) - 2 ფილა
ვანილი - 1 შეკვრა
თაფლი - 2 ს.კ.
კარაქი - 150 გრ
კონიაკი (რომი, ლიქიორი, ბეილისი...) - 2 ს.კ.

ბისკვიტი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 2 ჭიქა
კარაქი - 200 გრ
არაჟანი - 500 გრ
კაკაო - 3 ს.კ.
ფქვილი - 2,5 ჭიქა
ვანილი - 1 შეკვრა
სოდა - 1 ჩ.კ.

მომზდების წესი:
1. მოვამზადოთ შოკოლადის განაში:
ნაღები და თაფლი შევურიოთ ერთმანეთს, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. გადმოვდგათ და დავასხათ დატეხილ შოკოლადის ფილას, თან ჩქარ-ჩქარა მოვურიოთ რომ შოკოლადი დადნეს, ჩავამატოთ კარაქი, კონიაკი, ვანილი კარგად ამოვურიოთ, გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარში 8 საათი.

2. ბისკვიტი:
4 კვერცხი და შაქარი მიქსერით კარგად ამოვიყვანოთ. ჩავამატოთ გამდნარი კარაქი, 1 ქილა არაჟანი 1 ჩკ სოდით, ვანილი,მარილი, კაკაო და ფქვილი. ნივიღებთ თხელი კონზისტენციის ცომს, რომელიც შეგიძლიათ გაყოთ და ორ ნაწილად გამოაცხოთ ან გამოაცხოთ ერთიანად და გაგრილების შემდეგ გაყოთ ორად. ბისკვიტი ცხვება 200 გრადუსზე, ცხიმწასმულ მაღალ ფორმაში.

3. მომზადება:
8 საათის შ ემდეგ გამოვიღოთ შოკოლადის განაში მაცივრიდან და მიქსერით ავთქვიფოთ.

ბისკვიტი გავყოთ შუაზე, დავნამოთ 2სკ ყავის, 1/2 ჭიქა შაქრის, 2 სკ კონიაკის და 1 ჭიქა წყლის ნაყენით. წავუსვათ მომზადებული შოკოლადის კრემი და ლამაზად გავაფორმოთ გარედანაც იგივე კრემით.

Bon Appétit!
გემრიელად მირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, recepti, საკვები, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1708 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]