მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბოსტნეული მაიონეზის სოუსში / bostneuli maionezis sousshi
2015-06-28, 5:56 AM |
შემადგენლობა:
2 ცალი ბადრიჯანი
2 ცალი წითელი ბულგარული
1 მოზრდილი თავი თეთრი ხახვი
1 ჩაის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა
1 ჩაის კოვზი გამხმარი ქინძი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
მარილი გემოვნებით
6-8 კბილი ნიორი
ახალი ქინძი მოსართავად
100 გრამი მაიონეზი
50 მლ ანადუღარი გაცივებული წყალი
7 სუფრის კოვზი ზეთი
მომზადების წესი
1. დაჭერით ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და ხახვი. დაასხით 7 სუფრის კოვზი ზეთი ტაფაზე და გააცხელეთ ღუმელში, სანამ ბოსტნეულს დაუმატებდეთ. დაჭრილი ბოსტნეული მოამზადეთ მაღალ ტემპერატურაზე, სანამ ბადრიჯანი არ შეყავისფრდება (დაახლოებით 15 წუთამდე).
2. სანამ ღუმელში ბოსტნეული მზადდება, სუნელები, მარილი და ნიორი მოათავსეთ ფილაში და ქვასანაყით დანაყეთ 2 წუთის განმავლობაში.
3. სუნელების, ნიორის და მარილის ნარევს დაუმატეთ 100 გრამი მაიონეზი და კოვზით კარგად აურიეთ, შემდეგ ნელა დაუმატეთ 50 მლ ანადუღარი გაცივებული წყალი, თან პარალელურად არ შეწყვიტოთ მორევა. მიღებული მასა დაუმატეთ შემწვარ ბოსტნეულს და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |