შემწვარი ინდაური კომშით - ქართული სამზარეულო, კულინარია
2014-06-17, 11:35 AM
1 ც ინდაური, 0,5 კგ კარტოფილი, 4-5 ცალი კომში, ოხრახუში, მარილი-გემოვნებით. ინდაური გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში და მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ამოვიღოთ ქვაბიდან, შიგნიდან და გარედან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევით, ტაფაზე დავასხათ 2-3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი, შემოვაწყოთ დაჭრილი კარტოფილი, მთელ-მთელი კომშები შევდგათ ქურაში და შევწვათ. ინდაურს პერიოდულად მოვასხათ შეწვის დროს წარმოქმნილი წვენი და ცხიმიანი ბულიონი. ტაფა ვატრიალოთ, რათა ინდაური კარგად შეიწვას ყოველი მხრიდან. შემწვარი ინდაური დავჭრათ, დავალაგოთ სინზე შემწვარ კარტოფილთან და კომშთან ერთად, მოვასხათ საკუთარი წვენი და მოვრთოთ ოხრახუშით.