Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის შემწვარი ნეკნები / ghoris shemtsvari neknebi

1კგ . ღორის ნეკნი, 2 მოზრდილი სტაფილო, 2 წითელი ბულგარული წიწაკა, 1/4 ყვავილოვანი კომბოსტო, წითელი ღვინო, შავი დაფქული წიწაკა, მარილი, ქინძი, ცოტა ცხარე აჯიკა. მომზადების წესი: ღორის ნეკნები რბილი ხორცით მოვათავსოთ ცხიმწასმულ ჟარუნაზე ზემოდან გადავუსვათ ცხარე აჯიკა და შევდოთ ჰაერღუმელში. როდესაც დაიწყებს შებრაწვას გამოვიღოთ და ირგვლივ მოვაყაროთ გრძლად და წვრილად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა, ასევე ყვავილებად დაშლილი კომბოსტო. ბოსტნეულს მოვაყაროთ ცოტა მარილი და შავი წიწაკა და ხორცთან ერთად ზემოდან დავასხათ ნახევარ ჭიქაზე ნაკლები შავი ღვინო. შემდეგ ისევ მოვათავსოთ ჰაერღუმელში და დავაცადოთ ვიდრე კარგად შეიბრაწება. ამის შემდეგ გამოვიღოთ და მოვაყაროთ ქინძი წვრილად დაჭრილი. სუფრასთან მივიტანოთ წითელ ღვინოსთან ერთად. გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-15, 6:36 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, dgesascauli, სადღესასწაულო სუფრა, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, sadgesaswaulo samzareulo, dgesaswauli
ნანახია: 1240 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]