1 ც გოჭი, გოჭის შიგნეული, 750 გრ იმერული ყველი, ტარხუნა, პიტნა, მარილი-გემოვნებით. გამოშიგნულ და გარეცხილ გოჭს გარედან და შიგნიდან ოდნავ მოვაყაროთ მარილი. ფარშის მოსამზადებლად გოჭის შიგნეული (ღვიძლი, თირკმლები, გული, ფილტვები, ელენთა) მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ. დავამატოთ დაჭრილი იმერული ყველი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა და პიტნა, მოვაყაროთ მარილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი, გავკეროთ მაგარი ძაფით, შევწვათ ჩვეულებრივი წესით (იხ. წინა რეცეპტი). მაგიდასთან მიტანის წინ შემწვარ გოჭს ამოვაცალოთ ძაფი.