ბადრიჯნის საცივი - qartuli samzareulo, kulinaria
| 2014-06-17, 11:30 AM |
5-6 ც ბადრიჯანი, 50 მლ ზეთი, 200 გრ თავი ხახვი, 300 გრ ნიგოზი, ნიახური, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, წიწაკა, ნიორი, იმერული ზაფრანა, ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით.
ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ 1,0-1,5 სმ სისქის რგოლებად, მოვაყაროთ მარილი, დავაფაროთ სუფთა ტილო, დავტოვოთ 40-60 წუთი, შემდეგ ფრთხილად გავწუროთ, რათა ბადრიჯნის ნაჭრებმა ფორმა არ დაკარგონ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და გავაცხელოთ, დავაწყოთ ზედ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან.
ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი კარგად დავნაყოთ, დავამატოთ ზაფრანა, ღვინის ძმარი, გადავურიოთ, გავხსნათ წყლით, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
შემწვარი, ცხელი ბადრიჯანი ჩავალაგოთ ქვაბში, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი ნედლი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, დავასხათ ცხელი ნიგვზის მასა, გავაცივოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, სადღესასწაულო სუფრა, dgesascauli, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, dgesaswauli, sadgesaswaulo samzareulo
|
ნანახია: 1195 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]