თევზის საცივი - qartuli samzareulo, kulinaria
| 2014-06-17, 11:29 AM |
700 გრ თევზი (ლოქო, კობრი, სქელშუბლა, ზუთხი, სვია) 1,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 3-4 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 2 ც დაფნის ფოთოლი, 8 ცალი სურნელოვანი პილპილი, ღვინის ძმარი, იმერული ზაფრანა, დაფქული პილპილი, წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი - გემოვნებით.
გასუფთავებულ, გარეცხილ და ულუფებად დაჭრილ თევზს დავასხათ მარილიანი წყალი, ისე რომ დაიფაროს. დავამატოთ დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი, მოვხარშოთ. მოხარშული თევზი ამოვიღოთ საცივისათვის განკუთვნილ ჭურჭელში.
ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ. დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი, იმერული ზაფრანა, გადავურიოთ ერთმანეთში, გავხსნათ ცხიმიანი ბულიონით, ან წყლით. მიღებული მასა გადავიტანოთ ქვაბში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ძმარი, პილპილი, ხმელი სუნელი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.
თევზს დავასხათ ცხელი საცივი, გავაცივოთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, სადღესასწაულო სუფრა, dgesascauli, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, dgesaswauli, sadgesaswaulo samzareulo
|
ნანახია: 1047 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]