Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გოზინაყი / gozinaki - gozinayi (qartuli samzareulo)

500 გრ ნიგოზი (თხილი, ნუში), 300 გრ თაფლი, 0,5 ჩაის ჭიქა შაქარი.
თეთრი და რბილი ნიგვზის ლებნები დავჭრათ თხლად მჭრელი დანით, დავყაროთ ტაფაზე, ოდნავ მოვხალოთ, გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან შევუბეროთ, ვიდრე კანი არ გაეცლება.
თაფლი ჩავასხათ სპილენძის ან ალუმინის სქელძირიან ქვაბში და შემოვდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ვურიოთ, ჩავამატოთ შაქარი, წამოვადუღოთ, მშვიდად ვადუღოთ რამოდენიმე ხანი, ადუღებული თაფლი დავაწვეთოთ ცივ წყლიან ლამბაქზე, თუ წვეთი კარამელივით გამაგრდება, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. მუდმივად ვურიოთ, ვადუღოთ 10 წუთი და ჭურჭელი ცეცხლიდან გადმოვდგათ.
გოზინაყის მასა გადავიტანოთ წყლით დასველებულ სამზარეულოს ფიცარზე, კოვზით მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ 5-7 მმ სისქის ფენად, ოდნავ გავაცივოთ, მჭრელი დანით დავჭრათ რომბის ფორმის ნაჭრებად.
თხილს ან ნუშს წინასწარ მოვაცილოთ კანი, რისთვისაც დავყაროთ ცხელ ტაფაზე და ვურიოთ, რომ არ დაიწვას. როცა შევატყობთ, რომ კანი უკვე სცილდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ხელის მოსმით კანი მოვაცილოთ.
კანის მოცილება შეგვიძლია მეორენაირადაც: თხილი (ნუში) ჩავყაროთ ცხელ წყალში და წამოვადუღოთ, შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და ხელით მოვაცილოთ კანი.
ჩვეულებრივი წესით მოვამზადოთ გოზინაყი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-17, 11:23 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, სადღესასწაულო სუფრა, dgesascauli, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, dgesaswauli, sadgesaswaulo samzareulo
ნანახია: 1360 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]