Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შემწვარი ბატი იტალიურად

მასალა: ბატი (დაახლოებით 2,5-3კგ წონისა), 500გ იტალიური სპაგეტი, 2 ცალი კვერცხი, 100გ ერბო, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 1 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში, 1 კოვზი ფქვილი, 1 ძირი პრასი. 1 თავი ხახვი, 100გ ზეთისხილი, ჯავზი და ბაჰარი, მარილი და პილპილი.
ბატი გაჭერით ხერხემლის გასწვრივ, ხერხემლის ძვალი ფრთხილად ამოაცალეთ, წაუსვით მარილი, დანაყილი ბაჰარი და პილპილი.
იტალიური სპაგეტი მოხარშეთ მარილწყალში, გაწურეთ საწურში, უყავით ცხიმი, ორი კვერცხის გული, ჩაის კოვზის მეოთხედზე ნაკლები დაფხვნილი ჯავზი, არაჟანი, კარგად აურიეთ და ბატს ამით ამოუვსეთ მუცელი, გაკერეთ და დადეთ ტაფაზე, ძირში დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და შეწვით. თან მალ-მალე გადააბრუნეთ და ასხით წვისას გამოსული თავისივე წვენი. როდესაც შეიწვება, ლანგარზე დადეთ.
ბულიონში აურიეთ ერთი კოვზი ფქვილი, აადუღეთ, გაწურეთ, ზედმეტი ცხიმი მოაცილეთ, ჩაყარეთ შიგნით ზეთისხილი, კიდევ ერთხელ გადაადუღეთ და მოასხით შემწვარ ბატს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-06-17, 11:18 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, sadgesaswaulo sufra, სადღესასწაულო სუფრა, dgesascauli, kulinaria, dgesastauli, receptebi, sadgesascaulo, dgesaswauli, sadgesaswaulo samzareulo
ნანახია: 977 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]