ავიღოთ მოზრდილი ღვიძლის ნაჭერი და დავჭრათ ბრტყლად, შემდეგ შევწვათ და დავტოვოთ ტაფაზე. პარალელურად შვწვათ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი და მოვაფინოთ იგი ღვიძლზე. ამ ფენას ზევიდან მოვაყაროთ პომიდორის მრგვალად დაჭრილი ნაჭრები, შემდეგ გახეხილი ყველი და მაიონეზი. ამ ყველაფერს დავაფაროთ თავსახური და დავდგათ დაბალ ცეცხლზე სანამ ყველი არ დადნება. მაგარი რამეა, გემრიელად მიირთვით!