სოკოს შეჭამანდი
| 2014-04-18, 0:17 AM |
600 გრ ნედლი ან 200 გრ ხმელი სოკო, 1 კგ კარტოფილი, 100 გრ ქერის (`პერლოვკა~) ბურღული, 125 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 50 გრ ზეთი, 1800 მლ სოკოს ბულიონი, ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.
სოკოს ბულიონი მოვხარშოთ ხმელი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი) ან ნედლი სოკოსაგან. მოხარშული ხმელი სოკო დავჭრათ წვრილად, ხოლო ნედლი სოკო დავჭრათ ბულიონის მოხარშვის წინ. ქერის ბურღული (პერლოვკა) დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე 30-40 წუთის განმავლობაში. გადავღვაროთ წყალი, ბურღული გავრეცხოთ.
კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად. წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და მწვანილი მოვშუშოთ ზეთში.
მზა სოკოს ბულიონში ჩავყაროთ ნახევრად მოხარშული `პერლოვკა~, ვხარშოთ 15-20 წუთი, დავამატოთ კარტოფილი, მოშუშული სტაფილო, ხახვი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მოხარშული სოკო და მოვაყაროთ მარილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: სამარხვო საკვები, samarxvo kerdzebis receptebi, სამარხვო კერძი, მარხვა, samarkhovo kerdzebi, სამარხვო კერძები, სამარხვო საჭმელები, სამარხვო საჭმელი
|
ნანახია: 987 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]