Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოკოთი

1 კგ კომბოსტოს მწნილი, 150 მლ სოკოს ნახარში, 60 გრ სოკო, 100 გრ დაჭრილი თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, 50 გრ ფქვილი, 150 გრ სამარხვო მაიონეზი, დაფქული პილპილი, ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.
კომბოსტოს მწნილი გავწუროთ; თუ ძალიან მჟავეა, გადავავლოთ წყალი, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ სოკოს ნახარში, მოვშუშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ცალკე შევწვათ დაჭრილი თავი ხახვი, დავამატოთ მოხარშული და ჩალისებურად დაჭრილი სოკო, შემდეგ მოვაყაროთ ფქვილი, შევწვათ კიდევ 5 წუთი, მოვაყაროთ პილპილი, მოვასხათ მაიონეზი, გადავიტანოთ კომბოსტოს მწნილთან, გადავურიოთ და ყველაფერი მოვშუშოთ მზადყოფნამდე. მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე ან სინზე, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-18, 0:02 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო საკვები, სამარხვო კერძი, samarxvo kerdzebis receptebi, მარხვა, სამარხვო კერძები, samarkhovo kerdzebi, სამარხვო საჭმელები, სამარხვო საჭმელი
ნანახია: 1283 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]