Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კომბოსტოს სუპი / kombostos supi ( სამარხვო კერძი / samarxvo kerdzi )

400 გრ კომბოსტო, 600 გრ კარტოფილი, 150 გრ სტაფილო, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1700 მლ წყალი, 2-3 კბილი ნიორი, ოხრახუში, სანელებლები და მარილი - გემოვნებით.
ბოსტნეულს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და ადგილები, გავრეცხოთ ცივ წყალში. კომბოსტო დავჭრათ ჩალისებურად, კარტოფილი და სტაფილო - კუბებად, პომიდორი პატარა ნაჭრებად, ხოლო ხახვი - ალყა-ალყა.
სტაფილო, ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, ბოლოს დავამატოთ პომიდორი ან ტომატ-პასტა და ვშუშოთ 3-5 წუთი.
მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ დაჭრილი კომბოსტო, რამოდენიმე წუთში დაჭრილი-კარტოფილი და ვხარშოთ 15-20 წუთი. ხარშვის ბოლოს დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული, სანელებლები, დაჭრილი მწვანილი და მივიყვანოთ მზადყოფნამდე. შეიძლება დავამატოთ ნიორი - გემოვნებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-16, 3:52 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო საკვები, samarkhovo kerdzebi, სამარხვო საჭმელები, samarxvo kerdzebis receptebi, სამარხვო კერძი, მარხვა, სამარხვო კერძები, სამარხვო საჭმელი
ნანახია: 1421 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]