მოხარშული კარტოფილი ხახვით ან სოკოთი
| 2014-04-17, 11:59 PM |
800 გრ მოხარშული კარტოფილი, 50 გრ შემწვარი ხახვი ან 150 გრ შემწვარი სოკო (შამპინიონი), ან 250 გრ შემწვარი სოკო ხახვით, 50 გრ მარგარინი, ოხრახუში ან კამა, მარილი - გემოვნებით.
კარტოფილი მოვხარშოთ ისე, როგორც აღწერილია. წინა რეცეპტში. ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ. ნედლი თეთრი სოკო დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. (შამპინიონი მოვხარშოთ სანახევროდ, წვრილად დავჭრათ). მზა თეთრ სოკოს დავამატოთ მოშუშული ხახვი, ერთად მოვშუშოთ. მაგიდაზე მიტანის წინ მოხარშული კარტოფილი გადავიტანოთ სინზე ან თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ მოშუშული ხახვი, ან მოშუშული სოკო, ან მოშუშული სოკო ხახვით. მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: სამარხვო საკვები, სამარხვო კერძი, samarxvo kerdzebis receptebi, მარხვა, სამარხვო კერძები, samarkhovo kerdzebi, სამარხვო საჭმელები, სამარხვო საჭმელი
|
ნანახია: 1271 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]