Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრინჯის ფაფა სოკოთი ( სამარხვო კერძი / samarxvo kerdzi )

400 გრ ბრინჯი, 900 მლ სოკოს ნახარში, 50 გრ ხმელი სოკო, 100 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, კამა, მარილი - გემოვნებით.
სოკო გადავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ ვიდრე წყლით არ გაიჟღინთება და მოვხარშოთ იმავე წყალში. მზა სოკო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ. სოკო კარგად გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ მარგარინში.
ბრინჯი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ სოკოს ნახარშში და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ამის შემდეგ მოხარშულ ბრინჯს გადავურიოთ მოშუშული სოკო და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, ვხარშოთ 15-20 წუთი.
მზა კერძი გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-16, 3:40 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო საკვები, samarkhovo kerdzebi, სამარხვო საჭმელები, samarxvo kerdzebis receptebi, სამარხვო კერძი, მარხვა, სამარხვო კერძები, სამარხვო საჭმელი
ნანახია: 1314 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]