ხორბლის ფაფა სოკოთი / khorblis fafa sokoti ( სამარხვო კერძი / samarxvo kerdzi )
| 2014-04-16, 3:42 PM |
400 გრ ხორბლის ბურღული, 1 ლ სოკოს ნახარში, 400 გრ ნედლი სოკო, 100 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, 200 გრ თავი ხახვი, ოხრახუში ან კამა, მარილი - გემოვნებით.
სოკო გადავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ მზადყოფნამდე, გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.
გადარჩეული და გარეცხილი ბურღული ჩავყაროთ მარილიან, მდუღარე სოკოს ნახარშში და ფაფა მოვხარშოთ მზადყოფნამდე. დავამატოთ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, წვრილად დაჭრილი მოშუშული სოკო და ხახვი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ, შევდგათ ქურაში 50 წუთით.
ფაფა გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: სამარხვო საკვები, samarkhovo kerdzebi, სამარხვო საჭმელები, samarxvo kerdzebis receptebi, სამარხვო კერძი, მარხვა, სამარხვო კერძები, სამარხვო საჭმელი
|
ნანახია: 1515 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]