250 გრ შამპინიონი ან თეთრი სოკო, ან 70 გრ ხმელი სოკო, 1 კგ კარტოფილი, 120 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 200 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი ან ზეთი, 1700 მლ სოკოს ბულიონი, მწვანილი, მარილი - გემოვნებით.
სოკოსაგან მოვხარშოთ ბულიონი (იხ. რეცეპტი : კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი), სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ ჩალისებურად.
ნედლი სოკოს ქუდები დავჭრათ ჩალისებურად და მოვხარშოთ ბულიონი 30-40 წუთის განმავლობაში, ხოლო სოკოს დაჭრილი ფეხი მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.
კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. სტაფილო და ოხრახუში დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ.
მდუღარე სოკოს ბულიონში ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, მოშუშული ბოსტნეული, სოკო და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის დამთავრების წინ დავამატოთ დაჭრილი პომიდორი ან ტომატ-პიურე და მოვაყაროთ მარილი.