მაკარონი პომიდვრით / makaroni pomidvrit
| 2014-04-18, 0:15 AM |
400 გრ სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ წყალი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, მარილი - გემოვნებით;
250 გრ პომიდორი ან 150 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, ოხრახუში ან კამა, შაქარი და მარილი - გემოვნებით.
სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივად.
პომიდორი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვშუშოთ ცხიმიან ტაფაში. მზა პომიდორი შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, კარგად გადავურიოთ, გადავიტანოთ თეფშზე ან სინზე, მოვრთოთ ოხრახუშით ან კამით.
პომიდვრის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტომატ-პიურე. ამისათვის იგი დავდოთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე, გავაცხელოთ, დავამატოთ შაქარი და მარილი - გემოვნებით. შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, კარგად გადავურიოთ, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით ან კამით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite
| ტეგები: სამარხვო საკვები, samarxvo kerdzebis receptebi, სამარხვო კერძი, მარხვა, samarkhovo kerdzebi, სამარხვო კერძები, სამარხვო საჭმელები, სამარხვო საჭმელი
|
ნანახია: 1883 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 2.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]