Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის ღვეზელი - პერაშკი / kartofilis gvezeli - perashki

1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 0,5 ლ წყალი, ფქვილი – რამდენსაც შეიზელს, 30 გრ ზეთი, 1,5 ჩაის ჭიქა ზეთი შესაწვავად. 0,5 ლ ნელთბილ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ზელვის დროს ხელი დავისველოთ ზეთში. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, ვიდრე ცომი არ ამოვა. აფუებული ცომი ამოვაგუნდაოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში, სათითაოდ გავაბრტელოთ. თითოეულზე მოვათავსოთ კარტოფილის გულსართი, მოვუკრათ თავი სიგრძეზე, შევწვათ მდუღარე ზეთში ორივე მხრიდან. კარტოფილის გულსართი: 1,5 კგ კარტოფილი, 2-3 თავი ხახვი, 0,5 ჩაის ჭიქა მცენარეული ზეთი, პილპილი, მარილი-გემოვნებით. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და ჩავზილოთ, დავამატოთ ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, შევაზავოთ მარილითა და პილპილით. ასეთივე ცომით და ტექნოლოგიით მზადდება სოკოს, კომბოსტოს, ისპანახის და სხვა გულსართიანი ღვეზელა (გულსართების მომზადების რეცეპტები მოყვანილია ქვემოთ).


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-18, 0:11 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო საკვები, samarxvo kerdzebis receptebi, სამარხვო კერძი, მარხვა, samarkhovo kerdzebi, სამარხვო კერძები, სამარხვო საჭმელები, სამარხვო საჭმელი
ნანახია: 9004 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]