1კგ მოხარშული კარტოფილი, 100 მლ ზეთი, 150 გრ სამარხვო მაიონეზი, ოხრახუში ან კამა, მარილი - გემოვნებით;
150 გრ სოკოს მწნილი ან მარინადი, ან 150 გრ კომბოსტოს მწნილი.
კარტოფილი გავთალოთ, ჩავუშვათ მდუღარე მარილიან წყალში. მოხარშვის შემდეგ წყალი გადავღვაროთ და კარტოფილი გავაშროთ. ამისათვის ჭურჭელი 5-7 წუთის განმავლობაში დავტოვოთ შედარებით ნაკლებ ცეცხლზე. გადავიტანოთ კარტოფილი თეფშებზე ან სინზე, მოვაყაროთ ოხრახუში ან კამა, ცალკე მივიტანოთ ზეთი ან სამარხვო მაიონეზი, კარტოფილთან ერთად შეიძლება დამატებით მივიტანოთ სოკოს მწნილი ან მარინადი, ან კომბოსტოს მწნილი.