1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, ღვინის ძმარი, წიწაკა, ქინძი, მარილი - გემოვნებით.
ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ ერთად და გავხსნათ ღვინის ძმრით. მოხარშულ ისპანახს შევურიოთ გამზადებული ნიგვზიანი მასა, მოხრაკული ხახვი, ქინძი, ცოტა ზეთი, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.