Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლობიო ქოთანში / lobio qotanshi

500 გრ წითელი ლობიო, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ქინძი, პიტნა, წიწაკა და მარილი - გემოვნებით.
ლობიო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქოთანში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. წყლის ამოშრობასთან ერთად დავამატოთ ანადუღარი წყალი.
მდუღარე ლობიოს დავამატოთ დაჭრილი თავი ხახვი.
როდესაც ლობიო მოიხარშება, დავამატოთ დანაყილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, პიტნა, დანაყილი წიწაკა და მარილი. მოხარშული, მზა ლობიო გულდაგულ ამოვზილოთ კოვზით (უმჯობესია ხისა), ვადუღოთ კიდევ 2-3 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
თუ გვინდა, რომ კერძს ჰქონდეს მომჟავო გემო, ხარშვის ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ ტყლაპი, ტყემლის საწებელი, ბროწეულის წვენი ან ღვინის ძმარი.
ხარშვის დროს შეგვიძლია დავამატოთ 2-3 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზი და რამდენიმე დაფნის ფოთოლი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-18, 0:02 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სამარხვო საკვები, სამარხვო კერძი, samarxvo kerdzebis receptebi, მარხვა, სამარხვო კერძები, samarkhovo kerdzebi, სამარხვო საჭმელები, სამარხვო საჭმელი
ნანახია: 2216 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]