Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სურნელოვანი, არომატული, იტალიური ლაზანია / surnelovani, aromatuli, italiuri lazania
2013-07-30, 1:48 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ლაზანიას ფირფიტები - 250 გრ
საქონლის ფარში - 300 გრ
ხახვი - 2 თავი
სოკო - 500 გრ
პამიდვრის პიურე - 300 მლ
ნიორი - 2-3 კბილი
ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.
შაშკვლავი - 1 კონა
ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ.
პარმეზანი, გახეხილი - 300 გრ
მარილი და წიწაკა

ბეშამელის სოუსი:
რძე - 1 ლ
კარაქი - 120 გრ
ფქვილი - 3 ს.კ.
კვერცხის გული - 2
მუსკატის კაკალი (ჯავზი)
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ხახვი წვრილად დავჭრათ, დავასხათ ზეთი, დავუმატოთ ხორცის ფარში და 0,5 ჭიქა წყალი. როდესაც წყალი დაშრება და ფარში მოიშუშება, დავუმატოთ დაჭრილი სოკო, მარილი და წიწაკა. 5-6 წუთის შემდეგ დავაყაროთ ქონდარი, დაჭრილი შაშკვლავი და ნიორი. კარგად ამოვურიოთ და დავასხათ პამიდვრის პიურე. შესქელებამდე ვშუშოთ. ფარში გავაცივოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ (სასურველია გამოვიყენოთ ხელის ბლენდერი).

200 მლ რძეში გავთქვიფოთ კვერცხის გულები. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ჯერ რძე, შემდეგ კი კვერცხარეული რძე და ადუღებამდე ვურიოთ, სანამ შესქელდება. შევანელოთ მარილითა და ჯავზით.
ფორმაში ჩავასხათ ცოტა ბეშამელის სოუსი, დავაწყოთ ლაზანიას ფენები და ზემოდან გადავანაწილოთ ხორცის ფარში. მოვაყაროთ ყველი და კვლავ სოუსი მოვასხათ. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ფენებიც. ბოლო ფენად დავაწყოთ ლაზანია, მოვასხათ დარჩენილი სოუსი და მოვაყაროთ ყველი.

ლაზანია გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: aromatuli, italiuri lazania, surnelovani, არომატული, იტალიური ლაზანია, სურნელოვანი, lazania recepti, receptebi, lazanie recepti, lazanie ნანახია: 2203 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]