მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შვეიცარიული საახალწლო სალათი / shveicaruli saaxalwlo salati
2013-03-30, 5:03 PM |
შემადგენლობა:
ტარხუნის ფოთლები – 1 ცალი,
საშუალო ზომის 2 ცალი კიტრი,
1 ლიმონის წვენი,
საშუალო ზომის 2 ცალი მჟავე კიტრი,
კარბონადი – 400 გრ.,
ძეხვი სერველადი – 400 გრ.,
საშუალო ზომის მსხალი – 4 ცალი,
მოხარშული შებოლილი ქათმის ბარკალი – 400 გრ.,
მაიონეზი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ტარხუნა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ავურიოთ ტარხუნა, მაიონეზი და ლიმონის წვენი, გავაჩეროთ. ვიდრე სხვა ინგრედიენტებს მოვამზადებთ, სალათი კარგად იწოვს ტარხუნის გემოს. კარბონატი, სერველადი და ქათმის ბარკალი დავჭრათ 2,5 სმ. თხელ წვრილ ნაჭრებად. ქათმის ბარკალს და სერველადს წინასწარ მოვაშოროთ კანი. კიტრი გავთალოთ და დავჭრათ ისეთივე ფორმით, როგორითაც ძეხვი და ხორცი. მსხალი გავჭრათ 4 ნაწილად, მოვაშოროთ გული და დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად. ყველაფერი ავურიოთ, დავუმატოთ მაიონეზი და ტარხუნა, დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ მინიმუმ 2 სთ. (!) ვინაიდან სალათის შემადგენლობაში შედის ხორცის მზა პროდუქტები, მარილს და პილპილს არ ვუმატებთ. სალათის მოსამზადებლად საჭიროა 30 წთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |