Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფუნთუშები ჩირით
2013-03-29, 8:30 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
150 გრ მაღალპროცენტიანი ნაღები
200 მლ თბილი წყალი
1 ს.კ. საფუარი,
80 გრ შაქარი,
2 კვერცხი,
1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
350 გრ ფქვილი
ვანილი
მწიკვი მარილი
120-130 გრ ქიშმიში ან ნარევი ჩირეული
(შტოშის, ალუბლის, მარწყვის, გარგრის, ქლიავის ჩირი)
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
3 ს.კ. შაქარი (თუ შესაძლებელია, ყავისფერი)
1 ს.კ. კონიაკი
შეგვიძლია ნიგოზიც დავამატოთ
1 კვერცხი ზემოდან გადასასმელად

მომზადების წესი:
მოვამზადოთ ცომი: თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და ცოტა შაქარი, დავდგათ 20 წუთი.

თასში მოვათავსოთ შემთბარი ნაღები, ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ შაქარი, ლიმონის ცედრა, ვანილი, მარილი. ჩავასხათ საფუვრიანი წყალიც.

ეს ყველაფერი მსუბუქად გავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, ჩავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი. დავდგათ ასაფუებლად თბილ ადგილას (თუ არ გვეჩქარება, შეგვიძლია საღამოს მოზელილი ცომი მაცივარში შევდგათ ღამით და დილით გამოვაცხოთ).

ქიშმიშისა და ჩირების ნარევს მოვაყაროთ შაქარი, დავასხათ კონიაკი და ამოვურიოთ. ჩირები თუ დიდი ზომისაა, წვრილად დავჭრათ.

აფუებული ცომი გავყოთ ტოლ ნაწილად, გავაბრტყელოთ მაგიდაზე და მივცეთ მართკუთხა ფორმა, ზედ გავანაწილოთ ქიშმიშიანი მასა და გადავახვიოთ რულეტივით. შემდეგ ორი ან სამი ასეთი რულეტი ერთმანეთზე გადავწნათ (რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ნებისმიერი სხვა ფორმა მივცეთ).

გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და კვლავ დავტოვოთ ასაფუებლად 20-30 წუთი. შემდეგ ზედაპირზე რამდენგანმე გადავსეროთ, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წთ


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, საჭმელების მომზადება, გურმანი, sachmelebis momzadeba ნანახია: 1305 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]